სოციალური პროექტი -
,, ჩვენ
ვებრძვით ბულინგს!“
ავტორი- სსიპ ქ.თილისის N 153 საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგი ნინო ასლამაზიშვილი
კლასი -24
მონაწილეები - მე 2 კლასის
მოსწავლეები,მშობლები.
პერიოდი -21.10.2019 --14.11.2019 წ.
I.პროექტის
აღწერა:
ძალადობა-
(ჩაგვრა დაშინება,
ბულინგი) ერთ
ერთი გავრცელებული
ფორმაა მთელ
მსოფლიოში.ამ
მხრივ კი
მეტად საყურადღებოა
სკოლები.ბავშვის
მიმართ ძალადობის
კვლევა საქართველოში
გაეროს ბავშვთა
ფონდმა(იუნისეფი)
ჩაატარა.კვლევის
თანახმად,ბავშვთა
მიმართ ძალადობის
საკმაოდ მაღალი
მაჩვენებელი დაფიქსირდა.
სკოლებში მანდატურის
ინსტიტუტის დანერგვამ რაღაც
დოზით ,მართლაც
შეამცირა ძალადობის
შემთხვევები,თუმცა
ბულინგის პრობლემები
სხვადასხვა ფორმით
აქტუალობას ღესაც
ინარჩუნებს.ბულინგის
მსხვერპლი უფრო
მეტად ხდებიან
რაიმე ნიშნით
განსხვავებული ბავშვები.იქნება
ეს ფიზიკური
თუ ფსიქოლოგიური,ეთნიკური,რელიგიური
და სხვ.
პროექტი
ითვალისწინებს მასწავლებლების,
მოსწავლეების და
მათი მშობლების
ჩართულობას.ბულინგის
პრევენციისათვის
სლაიდ შოუს
და ფილმების
ჩვენებას.დისკუსიის
მოწყობას კონკრეტულ
მაგალითებსა და
ფაქტებზე დაყრდნობით.
II.პროექტის
დასაბუთება:
სკოლებში
და არა
მარტო სკოლებში,გახშირებული
ძალადობა, მისი პროვოცირება,სასკოლო
პროცესების მუდმივი
ცვალებადობა მოზარდებსა
და ბავშვებზე
ნეგატიურად აისახება.
ამას ემატება
მშობლების მხრიდან
არასწორი აღზრდის
მეთოდები,საუბარია
გადამეტებულ ყურადღებაზე
ან პირიქით
გულგრილობაზე.ეს
კი მნიშვნელოვანი
რისკ ფაქტორებია.ეს
ყველაფერი ნაყოფიერ
ნიადაგს ქმნის,რომ
მსგავსი ძალადობის
ფაქტები ბავშვებსა
და მოზარდებს
შორის გახშირდეს.
III. პრობლემის
აქტუალურობა:
ყოველდღიურ
ცხოვრებაში გახშირდა
ძალადობა თანატოლთა
მიმართ,სკოლებში
თუ სკოლის
გარეთ, რაც
სერიოზული პრობლემით
ან დანაშაულით
მთავრდება, რაშიც
დიდი ბრალეულობა
საზოგადოების პასუხისმგებლობაზე
მოდის. მათ
შორისაა მშობლის,
მასწავლებლის და
მოზარდის ახლობელთა
არატოლერანტული დამოკიდებულება
ძალადობის მსხვერპლი
ბავშვების მიმართ.
IV პროექტის
მიზანია:
აკადემიური მიზნები
საზ.
მეც.
დაწყ.
(I). 16. მოსწავლემ
უნდა შეძლოს კონფლიქტურ
სიტუაციებში პრობლემის
გადაჭრის მშვიდობიანი
გზების მოძებნა.
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
V საზოგადოებრივი
მიზნები:
ჩვენი სკოლის
მოსწავლეების,მშობლების
და ყველა
დაინტერესებული პირის
ცნობიერების ამაღლება.,მათი
ინფორმირება,ისეთ
მწვავე თემებზე
როგორიცაა ბულინგი.დროული
პრევენციული ზომების
მიღება ბავშვების
უსაფრთხო გარემოსთვის.
პრობლემის გადაჭრის
მშვიდობიანი გზების
მოძიება.
VI .სამიზნე
ჯგუფი:
მე-2
კლასის მოსწავლეები,მშობლები.
VI .დაგეგმილი
საქმიანობები:
· მასწავლებლის
საუბარი ძალადობის
თემაზე პრობლემის
გამოკვეთის მიზნით.
· ფილმის ჩვენება
ბულინგის თემაზე,
· ინტერვიუ
თანატოლებთან, ხომ
არ არიან
ისინი
დაშინების,დამცირებას
ძალადობის
ბულინგის მსხვერპლნი.
შეხვედრა მანდატურებთან.
· ინტერვიუ
ოჯახის ექიმთან.
· დისკუსია
ძალადობის
აღმოფხვრის
აუცილებლობაზე.
· პროექტის
პრეზენტაცია
პროექტის განხორციელების
წინაპირობა:
მოსწავლეებს
შეუძლიათ
საკუთარი
აზრის გადმოცემა,მსჯელობა
და არგუმენტირებულად დასაბუთება.
VII.გამოყენებული რესურსები:
პროექტის განხორციელებისათვის
საჭიროა: საკანცელარიო
ნივთები ჩანაწერებისთვის,საჭირო
ლიტერატურა,პროექტორი,ეკრანი
და ლეპტოპი-პრეზენტაციისთვის.
VIII მოსალოდნელი
შედეგები:
პროექტის განხორციელების შედეგად, შემცირდება ბავშვებში ერთმანეთის მიმართ ძალადობა,აგრესია,დაცინვა და სხვა სახის ბულინგის გამოვლენა.მათ გაუჩნდებათ ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება,ემპათიის უნარი და ეცდებიან მსგავსი სიტუაციები უმტკივნეულოდ მოაგვარონ.ასევე ჩვენი პროექტი უფროსებისთვისაც მისაღებია და გაითვალისწინებენ ,რომ არ შეიძლება საკუთარ შვილებზე ან ოჯახის წევრებზე ძალადობა.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება:
მონიტორინგი და შეფასება მოხდება მთელი პროექტის განმავლობაში.პროექტის ხელმძღვანელი ესწრება პროექტის მონაწილეებს და სწორ მითითებას და რჩევებს აწვდის.ერთად გეგმვენ პროექტის სხვადასხვა დეტალებს.პრეზენტაციისას კი დამსწრე საზოგადოებას და მონაწილეებს ეძლევათ საშუალება გამოხატონ პირადი დამოკიდებულება და შეაფასონ წარდგენილი პროექტი.
რისკები და შესაძლო ხარვეზები:რისკები და ხარვეზები შესაძლოა გამოვლინდეს,რომ რესპოდენტი არ იყოს გულახდილი,ან პრეზენტაციისას გამოვლინდეს ტექნიკური ხარვეზი.
პროექტის კალენდარი
აქტივობის დასახელება
|
21.10.19
|
.19
|
.19
|
.19
|
.19
|
.19
|
14.11.19
|
1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
|
X
|
||||||
2. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
|
X
|
||||||
3. პროექტის ეტაპების მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;
|
X
|
||||||
4.ინტერვენცია-
მასწავლებელის
საუბარი ძალადობის თემაზე პრობლემის გამოკვეთის მიზნით.
|
X
|
||||||
5. ფილმის ჩვენება ბულინგის თემაზე,
შეხვედრა მანდატურებთან.
|
X
|
||||||
6.ინტერვიუ
თანატოლებთან, ხომ არ არიან ისინი
დაშინების,დამცირებას ძალადობის ბულინგის
მსხვერპლნი.
|
Х
|
||||||
7ი
7 ინტერვიუ ოჯახის ექიმთან.
· დისკუსია ძალადობის აღმოფხვრის აუცილებლობაზე.
|
X
|
||||||
8. .საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია,
პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა
და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
|
X
|
პროექტის ამსახველი
მასალა იხილეთ ჩემ საგანმანათლებლო ბლოგში aslamazishvilininohttps://www.blogger.com/blogger.g?rinli=1&pli=1&blogID=6925023401389369551#allposts
ნინო ასლამაზიშვილი
14.11.2019 წ.
მოსწავლეთა
მონიტორინგის თვითშეფასების კითხვარი:
N
|
მონიტორიმგის კითხვარი
|
აქტიურობა
1-5 ქულა
|
აქტიურობა
6-10ქულა
|
1
|
ჩართულობა ჯგუფში
|
||
2
|
ინდივიდუალური პასუხისმგებლობა
|
||
3
|
პრობლემის გადაჭრა
|
მოსწავლეთა მეთაანალიზის საქმე
N
|
ჩემი აქტიურობა
|
I კვირა
|
II კვირა
|
III კვირა
|
1
|
აქტიურად ვიყავი ჩართული
|
|||
2
|
ვთანამშრომლობდი ჯგუფის წევრებთან
|
|||
3
|
ვუზიარებდი გამოცდილებას
|
სოციალური პროექტი -
„ჩვენ ვებრძვით
ბულინგს!“
ავტორი -სსიპ ქ.თბილისის N153 საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგი ნინო ასლამაზიშვილი
მონაწილეები - კლასის მოსწავლეები, მშობლები.
კლასი -24
პერიოდი -21.10 -14. 11.2019 წ.
რეფლექსია
2019-2020 სასწავლო წელს 1 სემესტრში განვახორციელე პროექტი თემაზე:
,,ჩვენ ვებრძვით ბულინგს“.მიხედავად იმისა,რომ პროექტის მონაწილეები მე-2 კლასის
მოსწავლეები არიან,ერთი შეხედვით შეიძლება მივიჩნიოთ,რომ ამ ასაკის მოსწავლე არ შეიძლება იყოს მოძალადე, ან ბულინგის ორგანიზატორი. ხშირია შემთხვევა,როდესაც მოზარდი ბავშვობიდან ეჩვევა ან ავლენს თანატოლის ჩაგვრას,მასწავლებელი მშობელთან ერთად ვალდებულია სათანადო ყურადღება მიაქციოს მოზარდის აღზრდის პროცესს და მიიღოს მონაწილეობა მის პიროვნულ განვითარებაზე.ჩვენი პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში და მათ მშობლებში ,ცნობიერების ამაღლების კუთხით,
ინფორმაციის მიწოდებას ,ძალადობის შესახებ და პრევენციული ზომების მიღებას.
თავდაპირველად მოსწავლეებს გავაცანი პროექტის თემა და მიზანი ,ვესაუბრე ბულინგის სახეებზე და მათ გამოვლენაზე,რომ ბულინგი განსხვავდება ბავშვური სიცელქისგან.შევხვდით
მანდატურებს.ვუჩვენე ფილმი და შემდეგ ვისაუბრეთ :რა მოხდა, რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ. თვითონ როგორ მოიქცეოდნენ მსგავს სიტუაციებში.მომდევნო შეხვედრებზე გავიხსენეთ წაკითხული და ნასწავლი მოთხრობები. ვიმსჯელეთ და გავიაზრეთ,რომ მსგავსი ქმედებებით,რა შეიძლება მოხდეს ჩვენი დაუკვირვებლობით ან მიზანდასახული
შურისძიებით.
მოვაწყვეთ ქუჩის გამოკითხვები თანატოლებთან: მოსწავლეებმა თავიანთი მოფიქრებული კითხვებით შეაგროვეს ინფორმაცია ძალადობის შესახებ,ხომ არ იყო მათი თანატოლი ბულინგის მსხვერპლი და რა სახის დახმარება შეეძლო გაეწია მათ.
ექიმთან ვიზიტისას პროექტის მონაწილეებმა გამოარკვიეს, რა სახის დაზიანებით მიუმართავს ძალადობის მსხვერპლს? თუ აღიარებენ, რომ არიან ძალადობის მსხვერპლნი? რა ასაკის ადამიანები აკითხავდნენ ექიმს ბულინგის შემთხვევაში? ექიმთან საუბრისას მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია,როდესაც ნებსით თუ უნებლიეთ შესაძლებელია მოხდეს ჯანმრთელობის დაზიანება ან უკიდურესი შემთხვევა სიცოცხლის მოსპობაც კი.
პროექტის წარმატებულ ეტაპად შეიძლება მივიჩნიოთ,როდესაც მოსწავლეებმა თავიანთი უხეში ქმედებებიც კი აღიარეს და გამოთქვეს სურვილი,რომ არასდროს მიაყენებდნენ შეურაცხყოფას,არ იძალადებდნენ,არ დაამცირებდნენ და სხვებსაც მოუწოდებდნენ,არ იყვნენ მოძალადენი.ასევე თავიაანთ კლასის ქცევის წესებში დაამატეს რამდენიმე საკითხი,რომ უთხრან ბულინგს,,არა“. ასევე შეხვდნენ და
ესაუბრეს მანდატურებს. პროექტის მსვლელობისას თითოეული მოსწავლე მაქსიმალურად იყო ჩართული.შეგროვილ ინფორმაციას და მასალას აჯამებდნენ და ამზადებდნენ პრეზენტაციისთვის.პროექტის პრეზენტაცია შედგა სკოლაში პროექტის მსვლელობა და საჭირო რესურსები. პრეზენტაციისთვის მოსწავლეებს დამზადებული ჰქონდათ საკუთარი ხელით, ,, არა ძალადობას“, ,,ნუ იქნები ბულერი“,რომლებიც მოწვეულ საზოგადოებას დაურიგეს.ვუჩვენეთ ფილმი. ვესაუბრეთ სტუმრებს ბულინგის თემაზე და მის პრევენციულ ზომებზე.გავმართეთ დისკუსია,სადაც მოსწავლეებმა გამოავლინეს ურთიერთპატივისცემა.სხვისი ემოციების აღქმა და თანაგანცდის უნარი.
პროექტში მონაწილეობამ მოსწავლეებს მისცა თავისუფალი აზროვნების უნარის განვითარება.ასწავლა ერთმანეთის მხარში დგომა.აფასებდნენ ერთმანეთის წინ გადადგმულ ნაბიჯს. ჩამოუყლიბდათ ერთმანეთის მიმართ ემპათიის უნარი.ისწავლეს გუნდურობა.პრეზენტაციის წარდგენა.
ჩემ მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში დასახული მიზნები მიღწეულია.ამ თემაზე განვითარებას არ შევწყვეტ, ხშირი საუბრებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით კვლავაც გავაგრძელებ მოსწავლეებში მუშაობას.მიმაჩნია,რომ პროექტის შემდეგ ასე აღზრდილი ბავშვი არასდროს იქნება მოძალადე და აგრესიული.
პროექტის ამსახველი მასალა იხილეთ ჩემ საგანმანათლებლო
ბლოგში.aslamazishvilininohttps://www.blogger.com/blogger.g?rinli=1&pli=1&blogID=6925023401389369551#allposts
15.11.2019 წ.